Форум

 Тема:  სიახლე - შავი სია
seovipBolero03.01.2013
avatar4873
მოგესალმებით, ძვირფასო მომხმარებლებო!

პროექტებზე SEO sprint და VIP promotion მიმდინარეობს ახალი ფუნქციის ტესტირება. ფასიანი დავალებების ავტორებს, რომელთაც აქვთ სტატუსი "Бригадир" ან უფრო მაღალი სტატუსი (რეიტინგში დაგროვილი აქვთ 100 ქულა ან მეტი) ეძლევათ შესაძლებლობა კონკრეტული შემსრულებლის მიერ გამოგზავნილ დავალების ანგარიშზე უარის თქმასთან ერთად შეიტანონ ამ შემსრულებლის ექაუნთი შავ სიაში. ამისათვის უნდა დააჭიროთ შავ ღილაკს წარწერით "ЧС". შავ სიაში მოხვედრილი შემსრულებელები ვეღარ დაინახავენ ავტორის დავალებებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს სიახლე რეკლამის დამკვეთებს საშუალებას მისცემს თავიდან მოიშორონ არასასურველი შემსრულებლები (თაღლითები, მათხოვრები, კლონები და ა.შ.). ამავე დროს ნუ დაივიწყებთ, რომ დავალების ანგარიშზე უმიზეზოდ უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ექაუნთის ბანი ან რეკლამის დამკვეთის ფუნქციების დაბლოკვა.

ახალი ფუნქციის ტესტირებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე შეკითხვების დასმა შეგიძლიათ ამ თემაში, ან ფორუმის ძირითად განყოფილებაში: http://www.seo-master.org/forums/index.php?p=1&th=2797

გისურვებთ წარმატებებს!



Admin

================================================

შავმა სიამ დავალებების შემოწმების განყოფილებიდან მომხმარებლის კედელზე გადაინაცვლა. ახლა მასში შეიძლება არა მხოლოდ დავალებების შემსრულებლების, არამედ რეკლამის დამკვეთების შეტანაც. გააქტიურდა მომხმარებლის შავი სიიდან გამოყვანის შესაძლებლობაც.

შავი სიის ფუნქციით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომელთაც რეიტინგში დაგროვილი აქვთ მინიმუმ 10 ქულა.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seovipBolero05.03.2013
avatar4873
პატივცემულო მომხმარებლებო!

ფასიანი დავალებების შემსრულებელთა ინტერესების გათვალისწინებით შეიცვალა შემსრულებელთა შავ სიაში შეტანის პროცედურა:

დღეიდან შავი სიის ფუნქცია არ ვრცელდება იმ დავალებებზე, რომელიც დავალების ავტორმა შემსრულებელს დასასრულებლად ან გადასაკეთებლად დაუბრუნა (Доработка задания). დავალების შესრულების დასტურის გაგზავნიდან 14 დღის განმავლობაში შავი სიის მოქმედება არ ვრცელდება იმ დავალებებზე, რომელზეც შემსრულებელმა მიიღო უარი. ეს დრო ეძლევა შემსრულებელს იმისთვის, რათა გაასაჩივროს დავალების ავტორის გადაწყვეტილება.

დასტურის გაგზავნიდან 14 დღის შემდეგ დავალებები კვლავ ხვდება შავ სიაში და შემსრულებელი მათ ვეღარ დაინახავს.


პროექტ SEO sprint-ის ადმინი - Сирена.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
Авторизуйтесь на Форуме, чтобы вы могли создавать новые темы или комментировать
Наверх!
Это может быть интересно