Форум

 Тема:  ექაუნთების გატეხვის მცდელობა
seovipBolero08.11.2012
avatar4874
ძვირფასო მომხმარებლებო!

ბოლო დღეებში გახშირდა ექაუნთების გატეხვის შემთხვევები. გატეხილი ექაუნთიდან თაღლითები უგზავნიან წერილებს ჩვენი პროექტების სხვა მომხმარებლებს თანხის სესხების თხოვნით, ყიდიან გატეხილი ექაუნთის რეფერალებს და ცდილობენ დაგროვილი თანხის გამოყვანას ან მისი საშუალებით რეკლამის დაკვეთას. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ:

1. პროექტების შიგნით არავის არასდროს არ ასესხოთ თანხა. თუ მიიღებთ წერილს მსგავსი შინაარსის თხოვნით, გადმოგვიგზავნეთ მიმოწერის გვერდის ლინკი ტექნიკური დახმარების სამსახურში, სადაც არბიტრები, კონკრეტულ შემთხვევაში გარკვევის შემდეგ, გატეხილ ექაუნთს დაადებენ დროებით ბანს, რათა აღკვეთონ მისი რეფერალების გაყიდვა და ბალანსიდან თანხების გასვლა.

2. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, თუ აღმოაჩინეთ, რომ თქვენს ექაუნთს უმიზეზოდ დაედო ბანი, მის აღსადგენად მიმართეთ ტექნიკური დახმარების სამსახურს:
(http://www.seosprint.net/support.php / http://www.vip-prom.net/support.php)
ამ შემთხვევაში მზად უნდა იყოთ რიგ საკონტროლო კითხვებზე პასუხის გასაცემად (გადახედეთ თქვენს პირად მონაცემებს, რომლებიც მიუთითეთ პროექტებზე რეგისტრაციის გავლის დროს).

3. დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში ექაუნთების გატეხვა (პაროლების მოპარვა) გარეშე პროგრამების საშუალებით ხდება. პროექტების ადმინისტრაცია არ ქმნის და არ ავრცელებს არანაირ პროგრამებს, პლაგინებს ან უტილიტებს, რომლებიც ჩვენს პროექტებზე მუშაობისთვის არის საჭირო. არ გადმოქაჩოთ და არ დააინსტალიროთ თქვენს კომპიუტერზე მსგავსი პროგრამები, ვინაიდან მათთან ერთად, თქვენგან დაუკითხავად, შეიძლება დაინსტალირდეს თაღლითური პროგრამა, რომელიც თქვენი ექაუნთების პაროლებსა და პინ-კოდებს გადასცემს უცხო პირებს.

პატივისცემით, ადმინისტრაცია.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
Авторизуйтесь на Форуме, чтобы вы могли создавать новые темы или комментировать
Наверх!
Это может быть интересно