Форум

 Тема:  ჯარიმების სისტემა
seovipBolero22.09.2012
avatar4874
პროექტის წესების (http://www.seo-master.org/forums/index.php?th=1774) 3.9 და 3.10 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებლის ექაუნთს ენიჭება სტატუსი „Штрафник“ (დაჯარიმებული). ეს თვალნათლივ ჩანს მომხმარებლის ავატარზე და კედელზე.

დაჯარიმებულ მომხმარებლებს არ შეუძლიათ თანხის გამოყვანა. მათ ჯერ უნდა გადაიხადონ მათზე დაკისრებული ჯარიმა. ამის შემდეგ აღუდგებათ თანხების გამოყვანის ფუნქცია. დაჯარიმებული მომხმარებელი საიტის მარცხენა მენიუში ნაცვლად განყოფილებისა "Получить деньги" დაინახავს მენიუს განყოფილებას "Нарушение!", რომელზე დაჭერითაც დამატებითი ინსტრუქციების მისაღებად მოხვდება საკუთარ კედელზე.

ექაუნთის მარცხენა მენიუში Меню пользователя/Личный кабинет/Моя стена-ზე დაკლიკებით დაჯარიმებული მომხმარებელი ხვდება საკუთარი ექაუნთის კედელზე, სადაც ღილაკზე “Подробнее” დაჭერით შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ჯარიმის მიზეზისა და დაჯარიმებულის სტატუსის მოხსნისთვის საჭირო გადასახდელი თანხის ოდენობაზე.

ნუ ჩათვლით, რომ ჯარიმის გადახდის შემდეგ კვლავ შეგიძლიათ დაარღვიოთ პროექტის წესები. ხელმეორე დარღვევის შემთხვევაში კვლავ მიიღებთ დაჯარიმებულის სტატუსს.

ორჯერ დაჯარიმებული მომხმარებლები (რეციდივისტები) კარგავენ ბაზრობაზე რეფერალების გაყიდვის უფლებას.
არ შეიძლება ბაზრობაზე რეფერალი-რეციდივისტების ექაუნთების გატანა.

ჯარიმის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ. შემდგომი დარღვევის შემდეგ ექაუნთს დაედება ბანი და გაუქმდება პროექტზე ხელმეორედ დარეგისტრირების უფლების გარეშე.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seoRevaz25.10.2012
avatar2
და ძირითადად რაზე ჯარიმდებიან ? ზადანიების გადაუხდელობის გამო ? ეგრეთწოდებული კიდალკები ?
მე მაგალითად არანაირ ზადანიას არ ვდებ ჯერჯერობით ანუ ეგ არ მემუქრება ხო ?
seovipBolero26.10.2012
avatar4874
Revaz
არა, ჯარიმების სისტემა ფასიან დავალებებს არ ეხება. თუ სწორად შესრულებული დავალებისთვის შემსრულებელს თანხას არ გადაუხდით, რეკლამის დადების უფლებას დაგიბლოკავენ და ვერც დავალებების, ვერც სერფინგის, წერილებისა და ტესტების სარეკლამოდ გამოყენებას ვეღარ შეძლებთ.

10 რუბლით ჯარიმდება მომხმარებელი, რომელმაც დაარღვია საიტის წესების პუნქტი 3.9.
3.9. აკრძალულია ერთი კომპიუტერიდან ერთზე მეტი ექაუნთის დარეგისტრირება. აკრძალულია ერთი კომპიუტერიდან ერთზე მეტ ექაუნთში შესვლა. მსგავსი ქმედება შეფასდება, როგორც მულტიექაუნთი და ისჯება დარღვევაში შემჩნეული ყვალა ექაუნთის გაუქმებით. მთავარი წესი: 1 კომპიუტერი = 1 ექაუნთი.
30 რუბლით ჯარიმდებიან საიტის წესების პუნქტი 3.10-ის დარღვევისთვის:
3.10. დაუშვებელია ერთნაირი მონაცემების გამოყენება ერთზე მეტ ექაუნთში, საანგარიშსწორებო სისტემების საფულეების ნომრების ჩათვლით. მსგავსი ქმედება ფასდება, როგორც მულტიექაუნთი და ისჯება დარღვევაში შემჩნეული ყვალა ექაუნთის გაუქმებით, ან ფულადი სახსრების გამოყვანის უფლების სრული დაბლოკვით.

ჯარიმის გადახდა მხოლოდ ორჯერ შეიძლება. შემდეგ ექაუნთს ავტომატურად დაედება ბანი.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
Авторизуйтесь на Форуме, чтобы вы могли создавать новые темы или комментировать
Наверх!
Это может быть интересно