Форум

 Тема:  ექაუნთი
seovipBolero22.09.2012
avatar4874
* ვერ ვააქტიურებ ტელეფონის ნომერს


სტატუსის "Рабочий" მისაღებად საჭიროა შეავსოთ „Мои персональные данные“ საიტის მარცხენა მენიუს განყოფილებაში „ Мои личные данные“. ამავე განყოფილებაში აუცილებელია მობილური ტელეფონის ნომრის მითითება (საერთაშორისო ფორმატში). რამოდენიმე წუთში მითითებულ ნომერზე მოგივათ sms-შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ექაუნთში გაგიაქტიურდათ ახალი სტატუსი. თუ თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე არ მიიღეთ დასტურის sms-ი, გააგზავნეთ (იგივე ნომრიდან) sms-ი თქვენი საიდენტიფიკაციო ნომრის (ID) მითითებით ტელეფონის ნომერზე: +380634113498 და ადმინისტრაციის წარმომადგენელი გაააქტიურებს თქვენს ახალ სტატუსს.


* დავკარგე პინ-კოდი ან პაროლი

პროექტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ ექაუნთში შესვლისთვის აუცილებელი პაროლი (შემდგომ შეგიძლიათ იგი გამოცვალოთ) და პინ-კოდი (ხუთნიშნა რიცხვი), რომელიც აუცილებელია თანხის გამოყვანისა და თქვენი პირადი მონაცემების შეცვლისთვის.

რეკომენდირებულია შეცვალოთ პაროლი და დაიმახსოვროთ (ჩაინიშნოთ) პინ-კოდი.


თუ დაგავიწყდათ (დაკარგეთ) პაროლი ან/და პინ-კოდი, გადადით შემდეგ ბმულზე:
http://www.seosprint.net/recover.php / http://www.vip-prom.net/recover.php

ვხედავთ 3 განყოფილებას კითხვის ნიშნის ლოგოთი:

1. დამავიწყდა პაროლი (Я забыл пароль) - გამოიყენეთ იმ შემთხვევაში, თუ დაკარგეთ პაროლი, მაგრამ გახსოვთ პინ-კოდი. პირველ გრაფაში უნდა შეიყვანოთ თქვენი e-mail, რომელიც გამოიყენეთ ექაუნთის რეგისტრაციისთვის, მეორე გრაფაში შეგყავთ პინ-კოდი და აჭერთ ღილაკს "Запросить пароль".

2. დამავიწყდა პინ-კოდი (Я забыл PIN-код) - გამოიყენეთ იმ შემთხვევაში, თუ დაკარგეთ პინ-კოდი, მაგრამ გახსოვთ პაროლი. პირველ გრაფაში უნდა შეიყვანოთ თქვენი e-mail, რომელიც გამოიყენეთ ექაუნთის რეგისტრაციისთვის, მეორე გრაფაში შეგყავთ პაროლი და აჭერთ ღილაკს "Запросить PIN-код".

3. დამავიწყდა პაროლი და პინ-კოდი (Мама! Я забыл всё!) - პირველ გრაფაში შეგყავთ თქვენი e-mail, რომელიც გამოიყენეთ ექაუნთის რეგისტრაციისთვის, მეორე გრაფაში შეგყავთ იმ მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც გამოიყენეთ სტატუს "Рабочий"-ს აქტივაციისთვის და აჭერთ ღილაკს "Запросить данные". მონაცემების აღსადგენ კოდს მიიღებთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ეს მომსახურება ფასიანია და ღირს 1 რუბლი. თანხა ჩამოგეჭრებათ ექაუნთის ბალანსიდან. თუ ექაუნთში არ გაქვთ მითითებული ტელეფონის ნომერი ან ვერ ღებულობთ sms-შეტყობინებას მითითებულ ნომერზე, მიმართეთ პროექტის ტექნიკური დახმარების სამსახურს:
(http://www.seosprint.net/support.php / http://www.vip-prom.net/support.php)

მოთხოვნა (тикет) აუცილებლად უნდა გააგზავნოთ იმ e-mail-იდან, რომელიც გამოიყენეთ ექაუნთის რეგისტრაციისთვის. თუ გააქტიურებული გაქვთ სტატუსი "Рабочий", საჭიროა მიუთითოთ თქვენი ექაუნთის აქტივაციისთვის გამოყენებული მობილური ტელეფონის ნომერი.



* როგორ გავაუქმო ექაუნთი

ექაუნთი ავტომატურად უქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გაივლით პროექტზე ავტორიზაციას (არ შეხვალთ თქვენს ექაუნთში) 60 დღის განმავლობაში.

ექაუნთის გაუქმების ყველა სხვა გზა პროექტის წესების დარღვევას წარმოადგენს.

ექაუნთი უქმდება პროექტის წესების დარღვევის შემთხვევაშიც. მაგრამ ამით ვერ დააჩქარებთ ახალი ექაუნთის რეგისტრაციას. ვინაიდან ბანის შედეგად გაუქმებული ექაუნთები ხვდება შავ სიაში და ასეთი მომხმარებლები აღარ დაიშვებიან ხელახალი რეგისტრაციისთვის.

ექაუნთების გატეხვის მცდელობა - http://www.seo-master.org/forums/index.php?th=2411
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seoEbeWalker30.08.2015
avatar17
6518650 ეს ჩემი სეოსპრინტის რო შევდივარ მიწერს ბანი გადევს ან წაშლილის პროფილი 5.2 პუნკტის გამო და რატო რა დავაშავე იქნება აღმიდგინოთ პროფილი :( გთხოოვთ დამიბრუნეთ პროფილი ძალიან გთხოოვთ მე არაფერი დამიშავება :/ იქნებ სხვა დარეგისტრიდა ამ კომპიუტერიდან მე არ ვყოფილვარ გთხოოვთ დამიბრუნეთ :( თუ საჭიროა გადავიხდი , ამ საიტზე მხოლოდ ერთელ დავრეგისტრირდი, და დავაშავე ამისთანა გთხოოვთ დამეხმარეთ და დამიბრუნეთ ჩემო აქოუნთი :(
seoEbeWalker30.08.2015
avatar17
მიპასუხებს ვინმე ? :/
seovipBolero30.08.2015
avatar4874
EbeWalker

ფორუმზე ვერავინ გაგცემთ ამაზე პასუხს. წესების პუნქტი 5.2. მულტიექაუნთებს ეხება. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გააგზავნოთ შეკითხვა ტექდახმარების სამსახურში:

http://www.seosprint.net/support.php
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seoEbeWalker30.08.2015
avatar17
ეხლა მივწერე , შეიძლება რომ ისე დამიბრუნონ აქოუნთი და შევიდე ? ამის ალბათობა რამდენი პროცენტია?
seoEbeWalker31.08.2015
avatar17
არ მპასუხობენ წერილზე და იქნებ დამეხმაროთ და ბანი ამხსნათ ჩემს ექოუნთზე ? :/
seovipBolero31.08.2015
avatar4874
EbeWalker
არ მპასუხობენ წერილზეარ არის გასაკვირი - ღამის 2 საათია.
იქნებ დამეხმაროთ და ბანი ამხსნათ ჩემს ექოუნთზეფორუმზე ესეთი საკითხები არ წყდება და არც კი განიხილება. გთხოვთ დაელოდოთ პასუხს ტექდახმარების სამსახურიდან.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seoEbeWalker31.08.2015
avatar17
შესაძლებელია აქოუნთის აღდგენა მოხდეს ისევ ?
seovipBolero31.08.2015
avatar4874
EbeWalker
ფორუმზე ვერავინ გაგცემთ ამაზე პასუხს.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seoEbeWalker31.08.2015
avatar17
თუ არ მომხსენს ბანი მერე ახალი რომ გავაკეთო მაინთ დამბლოკავენ ?
seoEbeWalker31.08.2015
avatar17
უკვე რამდენი ხანია ველოდები პასუხს და არ მწერს , დიდი დრო უნდა დავიღალაე დილას აქეთ ველოდები .

და კიდევ ბოლერ დელტანეთი მაქ ეს ყოველდღე ცვლის იპ მისამართებს და შეიძლება ამის ბრალიც იყო ს?
seovipBolero31.08.2015
avatar4874
EbeWalker

საინტერესო ისტორია გქონიათ... ეს თქვენი (მინიმუმ) მერვე ექაუნთია. წინა 7 დაბლოკილია.
თუ არ მომხსენს ბანი მერე ახალი რომ გავაკეთო მაინთ დამბლოკავენ ?თქვენი ექაუნთი აღდგენილი არ იქნება. თავიდან დარეგისტრირების ყველა მცდელობა დამთავრდება ბლოკირებით და გამომუშავებული ან რეკლამაზე შეტანილი თანხის დაკარგვით:1.5. ბანი - მომხმარებლის ექაუნთის გაუქმება პროექტის წესების დარღვევის გამო. ამ დროს მომხმარებლის მთელი პირადი ინფორმაცია ხვდება შავ სიაში, რათა აღიკვეთოს პროექტზე მისი ხელმეორედ დარეგისტრირების მცდელობა.http://www.seo-master.org/forums/index.php?th=1774
დელტანეთი მაქ ეს ყოველდღე ცვლის იპ მისამართებს და შეიძლება ამის ბრალიც იყო სზოგიერთი შემსრულებელი დღეში ასამდე დავალებას აკეთებს და ყოველ ჯერზე იცვლის აიპის. აიპი-მისამართის დამთხვევას ან ცვლილებას არანაირი კავშირი არ აქვს მულტიექაუნთთან. ამჟამად ბელორუსში ვიმყოფები, მაგრამ ხშირად მიწევს ქართული, რუსული და უკრაინული აიპიდან მუშაობა. როგორც ხედავთ, არავინ ბლოკავს ჩემ ექაუნთს.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seoEbeWalker31.08.2015
avatar17
აბა რას მირჩვთ როგორ მოვიქცე? :/
seoEbeWalker31.08.2015
avatar17
მე მხოლოდ ერთეხლ დავრეგისტრირდი :/
seovipBolero31.08.2015
avatar4874
EbeWalker
აბა რას მირჩვთ როგორ მოვიქცე? :/ალბათ აჯობებს, რომ დაივიწყოთ სეოსპრინტის არსებობის შესახებ.
მე მხოლოდ ერთეხლ დავრეგისტრირდი :/ამის შესახებ განმარტებებს მიიღებთ ტექდახმარების სამსახურისგან. ფორუმზე ამ შემთხვევის განხილვას არანაირი აზრი არ აქვს. აქ ესეთი საკითხები არ წყდება.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
Авторизуйтесь на Форуме, чтобы вы могли создавать новые темы или комментировать
Наверх!
Это может быть интересно