Форум

 Тема:  ფასიანი დავალებები
seovipBolero18.08.2012
avatar4873
პროექტებზე თანხის გამომუშავების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს ფასიანი დავალებების შესრულება. დავალებების შესასრულებლად მარცხენა მენიუში ამოირჩიეთ განყოფილება Меню пользователя / Зарабатывать / Выполнение заданий. გახსნილ გვერდზე გამოჩნდება განყოფილებაში არსებული ფასიანი დავალებები.

დავალებების განყოფილებას ცალკე მენიუ აქვს, რომელიც შესაბამისი განყოფილების მარჯვენა ნაწილშია მოთავსებული.
მენიუ 5 განყოფილებისგან შედგება. პირველი ორი განყოფილების პუნქტების საშუალებით შეგვიძლია დავახარისხოთ დავალებები პარამეტრებისა და კატეგორიების მიხედვით:

По параметрам - პარამეტრების მიხედვით

Все задания - ყველა დავალება
Только новые задания - ახალი დავალებები
Многоразовые задания - მრავალჯერადი
Избранное - რჩეულები
Над которыми работаю - ვმუშაობ
Находятся на проверке - შემოწმებაზეა
Оплачены - დადასტურებული
Отклонены - უარყოფილი
Готовые к исполнению - მზად არის განმეორებითი შესრულებისთვის.
Мусорка - ურნა.

По категории - კატეგორიების მიხედვით

Все задания - ყველა დავალება
Только регистрация - მხოლოდ რეგისტრაცია
Только клики - მხოლოდ კლიკები
Регистрация + активность - რეგისტრაცია + აქტივობა
Приглашение в реф SEO - გიწვევთ რეფერალად (თავისუფალი რეფერალების შემოერთება)
Социальные сети - სოციალური ქსელები
Постинг в форумы/блоги - პოსტინგი ფორუმებზე / ბლოგებში
Написать статью - დაწერეთ სტატია
Отзыв/проголосовать - გამოხმაურება / ხმის მიცემა
Инвестиции - ინვესტიციები
Forex - ფორექსი
Играть в игры - თამაშები
Прочее - სხვა

მენიუს დანარჩენი 3 განყოფილება კონკრეტული დავალებების მოსაძიებლად არის განკუთვნილი:

По № задания - დავალების ნომრის მიხედვით.
По № рекламодателя - რეკლამის დამკვეთის (დავალების ავტორის) ნომრის (ID) მიხედვით.
По URL-адресу сайта - საიტის URL-მისამართის მიხედვით.


ყოველი დავალების სახელწოდებიდან მარჯვნივ მითითებულია:

ა) დავალების შესრულებისთვის გათვლილი ანაზღაურება.
ბ) დავალების რეიტინგი (ვარსკვლავების სახით, 5-ბალიანი სისტემით).


დავალების შესრულებისთვის საჭიროა:

ა) დავაჭიროთ დავალების სახელწოდებას. გაიხსნება დავალების გვერდი. მის ზედა განყოფილებაში მითითებულია:

1. დავალების ავტორის პირადი ნომერი საიტზე (ID) და ნიკი. ამ მონაცემებს ლინკის სახე აქვს და მასზე დაჭერით ვხვდებით დავალების ავტორის პირად კედელზე. ID-ს მარცხნივ ვხედავთ კონვერტის ლოგოს. მასზე დაჭერით იხსნება პირადი მიმოწერის განყოფილება, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მივწეროთ შეტყობინება დავალების ავტორს. ლინკზე Посмотреть все задания автора დაწკაპუნებით შეგვიძლია ვიხილოთ ავტორის სხვა დავალებები.
2. დავალების რეიტინგი (ვარსკვლავების სახით).
3. შემსრულებელთა გამოხმაურება დავალების შესახებ.
4. დავალების სტატუსი (ერთჯერადი ან მრავალჯერადი).
5. დავალების შესრულების სტატისტიკა (დამოწმებულია/უარყოფილია).
6. მარჯვენა ზედა კუთხეში მითითებულია დავალების შესრულებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურება. დავალების საფასურის ქვეშ ვხედავთ ვარსკვლავისა და ჯვრის ლოგოებს. ვარსკვლავის ლოგოზე დაჭერით დავალებას ვათავსებთ „რჩეული“ დავალებების კატეგორიაში და შემდგომში მის მოძებნას ადვილად შევძლებთ მენიუს განყოფილებიდან:
Выбор заданий / По параметрам /Избранное. ჯვრის ლოგოზე დაწკაპუნებით დავალება ხვდება ურნაში და იგი აღარ გამოჩნდება დავალებების საერთო ჩამონათვალში.

განყოფილებაში „Описание задания“ მოთავსებულია დავალების აღწერა და მისი შესრულების პირობები.
განყოფილებაში „Что нужно указать для выполнения задания“ ჩამოთვლილია დავალების შესრულების დადასტურებისთვის საჭირო მონაცემები.
განყოფილებაში „Внимание!“ მითითებულია დავალების შესრულებისთვის გამოყოფილი დროის ინტერვალი.

ბ) გახსნილ გვერდზე ყურადღებით წავიკითხოთ დავალების აღწერა და მისი შესრულების პირობები.
გ) დავაჭიროთ ღილაკს „Начать выполнение!“ (დავიწყოთ შესრულება!).
დ) ახალ ფანჯარაში გაიხსნება დავალების ავტორის მიერ მითითებული გვერდი. ხოლო თავად დავალების გვერდზე გაიხსნება ანგარიშის გაგზავნის ფანჯარა, რომლის ზემოთაც მითითებულია დავალების დაწყებისზუსტი დრო, ანგარიშის გაგზავნის ბოლო ვადა, თქვენი IP-მისამართი და ლინკი, რომელზეც გადახვედით დავალების დაწყების მომენტში.
ე) შევასრულოთ დავალების პირობები.
ვ) ანგარიშის გაგზავნის ფანჯარაში შევიტანოთ ავტორის მიერ დავალების შესრულების დადასტურებისთვის მითითებული ყველა საჭირო მონაცემი და დავაჭიროთ ღილაკს „Отправить отчет“ (ანგარიშის გაგზავნა).

როდესაც შემსრულებელი აჭერს ღილაკს „Начать выполнение!“ და იწყებს დავალების შესრულებას, დავალების ბიუჯეტიდან მისთვის ავტომატურად იჯავშნება ანაზღაურების თანხა. ასე რომ, თუ დავალების ბიუჯეტი ამოიწურა იქამდე, ვიდრე თქვენ დაამთავრებთ მასზე მუშაობას, დავალების ავტორი მაინც შეძლებს თქვენთვის ანაზღაურების გადახდას. თუ დავალებაზე მუშაობის დაწყების შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო აღარ გსურთ ან ვერ ახერხებთ მის დასრულებას, გთხოვთ დააჭიროთ წითელ ღილაკს წარწერით „Отказаться“ (უარის თქმა დავალების შესრულებაზე), რათა ტყუილად არ დაიკავოთ დავალების ბიუჯეტი.

თუ დავალების ყველა პირობა სწორად შეასრულეთ, მისი ავტორი ვალდებულია დაგიდასტუროთ შესრულება (ამასთან ერთად ავტომატურად დაგერიცხებათ ანაზღაურებაც) 10 დღის ვადაში. თუმცა უმეტეს შემთხვევაში დავალებების შემოწმება და დადასტურება 24 - საათიან შუალედში ხდება. შემსრულებლის მიერ გაგზავნილი დავალების ანგარიში, რომელიც არ იქნება შემოწმებული (დადასტურებული ან უარყოფილი) 10 დღის განმავლობაში, ავტომატურად დაუდასტურდება შემსრულებელს საიტის რობოტის მიერ. ფასიანი დავალებების ავტორთა საყურადღებოდ: პირველივე ავტოდადასტურების შემდეგ, დავალება ავტომატურად დგება პაუზაზე (დავალება ჩერდება და მიუწვდომელი ხდება ახალი შემსრულებლებისთვის. ყველა შემსრულებელი, რომელსაც ამ მომენტისთვის უკვე გაგზავნილი აქვს დასტური, მიიღებს ანაზღაურებას დასტურის გაგზავნიდან 10 დღის შემდეგ).


თუ დავალების ერთი ან რამოდენიმე პირობა სრულად (სწორად) არ არის შესრულებული, ავტორს შეუძლია პირდაპირ უარი გითხრათ შესრულების დადასტურებაზე (და შესაბამისად - გათვალისწინებული ანაზღაურების გადახდაზე), ან დავალების დასრულებისთვის დამატებითი დრო გამოგიყოთ (24 საათი). პირველ შემთხვევაში იგივე დავალებას მეორედ ვეღარ შეასრულებთ, თუნდაც იგი მრავალჯერადი იყოს. მეორე შემთხვევაში შიდა ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას დავალების დასრულების ან ხელახლა შესრულების წინადადებით (Инструкции: Задание следует доработать.). ასეთ შემთხვევაში, თქვენი სურვილისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გააგრძელოთ დავალებაზე მუშაობა და მისი დასრულების შემდეგ ხელახლა გაუგზავნოთ ავტორს ანგარიში, ან თავად თქვათ უარი შესრულებაზე.

ავტორის მიერ დავალების შესრულების დადასტურების ან უარყოფის შემდეგ დავალების გვერდზე ჩნდება ახალი ფანჯარა "Оставьте свой отзыв", რომელშიც 5-ბალიანი სისტემით შეგიძლიათ შეაფასოთ დავალება და დაწეროთ გამოხმაურება ან კომენტარი.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seovipBolero10.11.2012
avatar4873
* პროექტებზე SEO sprint და VIP promotion მოქმედებს ტარგეტინგის ფუნქცია, რომელიც რეკლამის დამკვეთს აძლევს საშუალებას შეარჩიოს აუდიტორია რეკლამირებადი რესურსებისა და ფასიანი დავალებებისთვის (ასაკის, სქესის, ოჯახური მდგომარეობის და მრავალი სხვა მონაცემის მიხედვით). დავალებებში ტარგეტინგი ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პარამეტრების მიხედვით:

1. ქვეყნების მიხედვით.
2. დავალების შემსრულებლის რეპუტაციის მიხედვით.
3. დავალების შემსრულებლის რეიტინგის მიხედვით.


ზოგჯერ დავალების შესრულების დაწყების შემდეგ ჩნდება წარწერა "Вы не можете выполнить это задание по условиям таргетинга", რაც ნიშნავს, რომ მოცემული დავალების შესრულება თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუ დავალების ავტორმა არ მოისურვა, რომ იგი შეასრულონ ქართული IP-მისამართებიდან (უმეტეს შემთხვევაში საქმე ეხება გუგლის რეკლამაზე კლიკებთან დაკავშირებულ დავალებებს), აქ ვერაფერს შევცვლით. მაგრამ ხშირად დავალების ავტორი ტარგეტინგში უთითებს შემსრულებლის რეიტინგს, უმეტესად კი - რეპუტაციას. ამ შემთხვევაში ყველაფერი თავად შემსრულებელზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალი რეიტინგი და რეპუტაცია გაქვთ, მით მეტი დავალება იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი.

პროექტში თქვენი რეიტინგი მითითებულია თქვენი ექაუნთის გვერდზე, მარჯვენა ზედა კუთხეში, თქვენი ნიკისა და პირადი ნომრის მარცხნივ, გერბის ფორმის ლოგოში. თუ როგორ ავიმაღლოთ რეიტინგი, შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ თემაში: http://www.seo-master.org/forums/index.php?th=1771

შემსრულებლის რეპუტაცია მითითებულია თქვენი ექაუნთის კედელზე (Меню пользователя/Личный кабинет/Моя стена/Репутация исполнителя).

როგორ ითვლება შემსრულებლის რეპუტაცია

ყოველი შესრულებული (დადასტურებული) ერთჯერადი დავალებისთვის რეპუტაციაში +1 ქულა გემატებათ. მრავალჯერადი დავალებების შესრულებისთვის ქულები არ გემატებათ. თუმცა ნებისმიერ (როგორც ერთჯერად, ასევე მრავალჯერად) დავალებაზე უარის მიღების შემთხვევაში თქვენს რეპუტაციას 1 ქულა აკლდება. რაც უფრო მაღალი რეპუტაცია გაქვთ, მით უფრო მეტი დავალება იქნება თქვენთვის შესასრულებლად ხელმისაწვდომი.

შემსრულებლები, რომელთა რეპუტაცია -10 (მინუს 10) ქულამდე ეცემა, ავტომატურად კარგავენ ფასიანი დავალებების შესრულების უფლებას.

შემსრულებლები, რომელთა რეპუტაცია -12 (მინუს 12) ქულამდე დაეცა, ავტომატურად კარგავენ პროექტებიდან თანხის გამოყვანის უფლებას.


შავი სია

თუ ფასიანი დავალების ავტორს არ აკმაყოფილებს კონკრეტული შემსრულებლის მიერ გაწეული სამუშაო და არ სურს, რომ მან შეასრულოს მისი დავალებები, შეუძლია გადავიდეს ამ შემსრულებლის კედელზე (ამისთვის საიტის სარდაფში დააჭირეთ ღილაკს "Пользователи" და მიუთითეთ მომხმარებლის ID) და დააჭიროს მისი რეიტინგის ნიშნის ქვემოთ არსებულ პირველ ხატულას (Внести в черный список исполнителей). ამის შემდეგ კონკრეტული შემსრულებელი ვეღარ დაინახავს თქვენს დავალებებს.

თუ არ გსურთ კონკრეტული რეკლამის დამკვეთის დავალებების შესრულება, მის კედელზე დააჭირეთ რეიტინგის ნიშნის ქვემოთ მოთავსებულ მეორე ხატულას (Внести в черный список рекламодателей). ამის შემდეგ დავალებების განყოფილებაში აღარ გამოჩნდება კონკრეტული ავტორის დავალებები.

თუ გსურთ ამორიცხოთ მომხმარებელი შემსრულებლების ან რეკლამის დამკვეთების შავი სიიდან, მის კედელზე ხელმეორედ დააჭირეთ შესაბამის ხატულას.

შავი სიის ფუნქციით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომელთაც რეიტინგში დაგროვილი აქვთ მინიმუმ 10 ქულა.

შავი სიის ფუნქცია არ ვრცელდება იმ დავალებებზე, რომელიც დავალების ავტორმა შემსრულებელს დასასრულებლად ან გადასაკეთებლად დაუბრუნა (Доработка задания). დავალების შესრულების დასტურის გაგზავნიდან 14 დღის განმავლობაში შავი სიის მოქმედება არ ვრცელდება იმ დავალებებზე, რომელზეც შემსრულებელმა მიიღო უარი. ეს დრო ეძლევა შემსრულებელს იმისთვის, რათა გაასაჩივროს დავალების ავტორის გადაწყვეტილება. დასტურის გაგზავნიდან 14 დღის შემდეგ დავალებები კვლავ ხვდება შავ სიაში და შემსრულებელი მათ ვეღარ დაინახავს.

*თუ თვლით, რომ დავალება სწორად შეასრულეთ, მაგრამ ავტორმა არ დაგიდასტურათ შესრულება

პროექტის წესების 2.14. პუნქტის თანახმად:
2.14. ადმინისტრაცია არ ერევა დავაში რეკლამის დამკვეთსა და დავალების შემსრულებელს შორის. ნებისმიერი დავა მომხმარებლებს შორის, რომელიც არ არის გამოწვეული საიტის წესების დარღვევით, წყდება მოდავე მხარეების მიერ.
პირველ რიგში კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ დავალების ტექსტი და დარწმუნდით, რომ ნამდვილად შეასრულეთ ავტორის მიერ მითითებული ყველა პირობა. თქვენს მიერ გაგზავნილ დავალების შესრულების ანგარიშზე უარის თქმის შემთხვევაში დავალების ავტორი ვალდებულია აგიხსნათ უარის მიზეზი, რომელიც მითითებული უნდა იყოს დავალების გვერდზე. თუ უარის მიზეზი თქვენთვის გაურკვეველია, სცადეთ ავტორთან დაკავშირება და გარკვევა, თუ რატომ არ დაგიდასტურათ შესრულება.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seovipge0rgi27.09.2013
avatar15
შემჩნეული მაქვს რომც ზოგიერთი დამკვეთი სპეციალურად წელავს დროს მანამ სანამ ბალანსზე თანხა არ ამოეწურება (Бюджет задания исчерпался)
ითვლება თუ არა ეს დარღვევაში?
seovipBolero28.09.2013
avatar4873
ge0rgi

დავალების ბიუჯეტიდან ყოველი შემსრულებლისთვის გათვალისწინებული თანხა იჯავშნება მაშინვე, როგორც კი ის იწყებს დავალებაზე მუშაობას. ამიტომ დავალების ბიუჯეტი რომც ამოიწუროს, შემსრულებელი მაინც მიიღებს ანაზღაურებას.Бюджет задания исчерпался
ეს წარწერა მიუთითებს იმაზე, რომ დავალების ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხა ახალი შემსრულებლებისთვის.

ზოგიერთი დამკვეთი სპეციალურად წელავს დროსდარღვევას ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. დავალების შემოწმებისთვის 10 დღეა გამოყოფილი. უბრალოდ ზოგს არ ცალია საიტზე ყოველ დღე შემოსასვლელად. ზოგჯერ კი ავტორი სპეციალურად წელავს დროს - ეს ძირითადად სოციალური ქსელების დავალებებს ეხება, რათა შემსრულებლებმა ლაიქები და რეპოსტები მალევე არ წაშალონ.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seovipge0rgi28.09.2013
avatar15
გასაგებია, მადლობთ
seoikaika1216.07.2014
avatar2
gamarjobat seoze zadaniebi davde ra xo da shemsruleblebi gadavagde ra itogshi da adminma bani damado ra ubralod zadaniebs vegar vdeb da ara da minda ro davdo realurri zadania da rogor movaxerxeb isev ro shevzlo zadaniis dadeba ar amxsnian bans?
zadania
seovipakaki12321.07.2014
avatar4
ikaika12gamarjobat seoze zadaniebi davde ra xo da shemsruleblebi gadavagde ra itogshi da adminma bani damado ra ubralod zadaniebs vegar vdeb da ara da minda ro davdo realurri zadania da rogor movaxerxeb isev ro shevzlo zadaniis dadeba ar amxsnian bans?
4.7. Рекламодатели, которые регулярно нарушают Правила размещения рекламы, навсегда теряют возможность использовать SEO sprint для размещения рекламы.

4.7. რეკლამის დამკვეთი, რომელიც სისტემატიურად არღვევს რეკლამის განთავსების წესებს, სამუდამოდ კარგავს უფლებას განათავსოს რეკლამა პროექტზე.

წესების წაკითხვა შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე:
http://www.seo-master.org/forums/index.php?th=1774
seodatoroma14.11.2014
avatar4
gaumajos


axali var proeqtshi da tu shegidzliat amixsnat ra igulisxmeba ,,оплачиваемых действий,, -shi?
zd
seovipBolero14.11.2014
avatar4873
datoroma

გამარჯობა!

Оплачиваемые задания - ფასიანი დავალებები.
Оплачиваемые действия - ნებისმიერი ფასიანი მოქმედება. აქ იგულისხმება:

* სერფინგში საიტების მონახულება.
* ფასიანი წერილების წაკითხვა.
* ტესტების გავლა.
* ფასიანი დავალებების შესრულება.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seodatoroma15.11.2014
avatar4
madloba daxmarebistvis, gaixare
zd
seoEbeWalker21.08.2015
avatar17
გამარჯობათ სეოსპრინტზე დავალებები როგორ წავშალო ?
seovipBolero21.08.2015
avatar4873
EbeWalker

გამარჯობა!

http://www.seosprint.net/wiki.php?q=6
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seoGiorgi Tukhashvili14.09.2016
avatar2
davaleba gavakete ukve ramdeni xania da ar mimowmebt rato ? an rodis damowmdeba ?
seoserguuun19.03.2017
avatar1
Zabanite ego, Za Ugrajenie !!!

http://prntscr.com/elz5uu
Авторизуйтесь на Форуме, чтобы вы могли создавать новые темы или комментировать
Наверх!
Это может быть интересно