Форум

 Тема:  სერფინგი / წერილები / ტესტები
seovipBolero16.08.2012
avatar4874
სერფინგი

პროექტებზე თანხის გამომუშავების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს რეკლამირებადი საიტების ნახვა სერფინგში. ამისათვის მარცხენა მენიუში ამოირჩიეთ მენიუს განყოფილება Меню пользователя / Зарабатывать / Серфинг сайтов. გახსნილ გვერდზე გამოჩნდება სერფინგის განყოფილებაში არსებული საიტების ლინკები.

ყოველი ლინკის სახელწოდებიდან მარჯვნივ მითითებულია:

ა) ლინკის ნახვების დარჩენილი რაოდენობა.
ბ) თანხის რაოდენობა, რომელსაც მიიღებს მომხმარებელი ლინკის ნახვისთვის.
გ) ხოჭოს ლოგოტიპი - მასზე დაჭერით შეგიძლიათ შეამოწმოთ, ხომ არ შეიცავს რეკლამირებადი საიტი ვირუსებს (მიუხედავად იმისა, რომ სერფინგში განთავსებამდე ყველა ლინკი გადის შემოწმებას ვირუსების არსებობაზე და პროექტის წესებთან შესაბამისობაზე რეკლამის მოდერაციის სამსახურში, თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეამოწმოთ ყოველი საიტი ვირუსების არსებობაზე, რაც განსაკუთრებით აქტუალურია, თუ მუშაობთ კომპიუტერზე ანტივირუსული დაცვის გარეშე.
დ) ჯვრის ლოგოტიპი - მასზე დაჭერით შეგიძლიათ შეიტანოთ საჩივარი რეკლამირებად საიტზე, თუ იგი არღვევს პროექტის წესებს.

სერფინგში რეკლამირებადი საიტის ნახვისთვის:


ა) დააჭირეთ ნარინჯისფერ რგოლს, რომელიც ლინკის სახელწოდებაზეა განთავსებული. შემდეგ დააჭირეთ სწორკუთხედს წარწერით „Просмотреть сайт рекламодателя”, რის შედეგადაც ავტომატურად ვხვდებით რეკლამირედად საიტზე.
ბ) ფანჯრის მარცხენა ქვედა კუთხეში გაჩნდება უკუათვლის ტაიმერი. დაველოდოთ მის გასვლას.
გ) დავადასტუროთ რეკლამირებადი საიტის ნახვა. ამისათვის ტაიმერის ადგილას გაჩენილ გამოსახულებაზე უნდა დავითვალ ვარცკვლავების რაოდენობა, ან მივუთითოთ მარტივი არითმეტიკული გამოთვლის პასუხი.
დ) სწორი დადასტურების შემთხვევაში გამოჩნდება წარწერა: «Спасибо за посещение! Плата за просмотр (თანხა ციფრებით) зачислена», რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაბამისი თანხა დაირიცხა თქვენი ექაუნთის ბალანსზე. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ სერფინგის გვერდს და გააგრძელოთ რეკლამირებადი საიტების მონახულება.

ფასიანი წერილები

მარცხენა მენიუში ამოირჩიეთ მენიუს განყოფილება Меню пользователя / Зарабатывать / Чтение писем. გახსნილ გვერდზე გამოჩნდება წერილების განყოფილებაში არსებული ლინკები. სერფინგის ლინკებისგან წერილებს მხოლოდ ერთი განსხვავება აქვთ: ნარინჯისფერ წრეზე დაჭერის შემდეგ იხსნება წერილის ტექსტი. წერილის წაკითხვის დადასტურებისთვის უნდა უპასუხოთ ავტორის მიერ დასმულ შეკითხვას. ამისთვის უნდა ამოირჩიოთ პასუხის სამი შემოთავაზებული ვარიანტიდან ერთ-ერთი.

ტესტები

მარცხენა მენიუში ამოირჩიეთ მენიუს განყოფილება Меню пользователя / Зарабатывать / Прохождение тестов. გახსნილ გვერდზე გამოჩნდება განყოფილებაში არსებული ტესტები. დააჭირეთ ნარინჯისფერ რგოლს, რომელიც ტესტის სახელწოდებაზეა განთავსებული. შემდეგ დააჭირეთ სწორკუთხედს წარწერით „Перейти к выполнению теста”, გადადიხართ ამორჩეული ტესტის გვერდზე. ზემოთ მითითებული იქნება საიტის მისამართი, რომელზეც უნდა გადახვიდეთ სწორი პასუხების ასარჩევად. ტესტის თვითოეულ კითხვას სამი შესაძლო პასუხი აქვს, რომელთაგანაც უნდა ამოარჩიოთ ერთი, სწორი პასუხი. თუ ყველა კითხვას სწორად უპასუხებთ, ტესტის გავლისთვის განკუთვნილი საფასური დაუყოვნებლივ დაირიცხება თქვენი ექაუნთის ბალანსზე.
შენიშვნა: არ შეიძლება სერფინგის ან წერილების რამოდენიმე ლინკის ერთდროულად გახსნა. ამ შემთხვევაში საიტის მონახულების დადასტურების შმდეგ გამოჩნდება შეტყობინება შეცდომის შესახებ.


დახმარება


*რამდენი ლინკის ნახვა შემიძლია სერფინგში?

სერფინგში მომხმარებლის მიერ ლინკების ნახვის რაოდენობა არ არის შეზღუდული. რეკლამის დამკვეთები მთელი დღის განმავლობაში ამატებენ ლინკებს ამ განყოფილებაში. პროექტზე მუშაობის დროს პერიოდულად განაახლეთ სერფინგის გვერდი და თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ახალი ლინკები.

*თუ სერფინგში არსებულ ლინკებზე გადასვლის დროს ხვდებით ცარიელ გვერდზე

გაწმინდეთ თქვენი ბრაუზერის ქუქისები (ctrl+shift+del). თუ ამან არ გამოიღო საჭირო შედეგი, მაშინ განაახლეთ ან შეცვალეთ თქვენი ბრაუზერი.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seovipДато16.08.2012
avatar425
ამ ბოლო დროს სერფინგში ლინკების რაოდენობამ ძალიან მოიკლო მიზეზი ალბათ ის არის რომ აფგრეიდის შემდეგ ეფექტურობა დაკარგა რასაც შემდგომ მომხმარებლების მიერ დაინტერესების დაკარგვაც მოყვა..

კარგად მახსოვს ადრე დავალებას სერფინგით ამოვწევდი ხოლმე მაგრამ ეხლა ისე აჭერენ ბმულებს რომ არც კი უყურებენ რეკლამაზე გადასვლის შემდგომ რა გვერდი იხსნება.
He Who Saves One Life Saves the World Entire - from Schindler’s list
vipMCheDLo25.02.2013
avatar6
მეკიდე იმას დავაკვირდი სერფინგში ცოტას მიგდებს ძალიან და რუსულ იპზე ხალხს 130 აქ დღეში ეტყობა ქართულ იპზეა ნაკლები მოთხოვნაა ?
MCheDLo
seovipge0rgi27.09.2013
avatar15
შეიძლება ეგეც იყოს მიზეზი, 40-50 ამიღია მაშინ როდესაც მთელი დღე ვიჯექი კომპთან. ისე 15-20 მაძლევს საშუალოდ.
seovipge0rgi28.09.2013
avatar15
ესეთი ვარიანტიც მიცდია: სერფინგისას გადასულ საიტზე სხვადასხვა ლინკებს ვაჭერდი ხოლმე. მეგონა ფიქსირდებოდა აქტიურობა და ამაზე იყო დამოკიდებული მომდევნო დღეს საიტების რაოდენობა მარა არ გაამართლა
seovipge0rgi28.09.2013
avatar15
Датоამ ბოლო დროს სერფინგში ლინკების რაოდენობამ ძალიან მოიკლო მიზეზი ალბათ ის არის რომ აფგრეიდის შემდეგ ეფექტურობა დაკარგა რასაც შემდგომ მომხმარებლების მიერ დაინტერესების დაკარგვაც მოყვა.. კარგად მახსოვს ადრე დავალებას სერფინგით ამოვწევდი ხოლმე მაგრამ ეხლა ისე აჭერენ ბმულებს რომ არც კი უყურებენ რეკლამაზე გადასვლის შემდგომ რა გვერდი იხსნება.

საქმე იმაშია რომ სერფინგისას სულ ერთნაირი საიტები ამოდის: უმრავლესობა ეთმობა ონლაინ კაზინოებს/ არ აქვს მნიშვნელობა იქ персональный блог ეწერება თუ методы заработка ბოლოს მაინც კაზინოსკენ მიანიშნებენ. საუბარია იგრუნზე, აზარტინოზე, ფლეიფორტუნაზე, ფარაონზე.

იშვიათად რეკლამდება სხვა ბუქს საიტები. და დავალებების რეკლამა სულ 1-2ჯერ შემხვედრია.
Авторизуйтесь на Форуме, чтобы вы могли создавать новые темы или комментировать
Наверх!
Это может быть интересно