Форум

 Тема:  ფორუმის წესები
seovipBolero14.08.2012
avatar4873
1.ზოგადი მცნებები

1.1. ფორუმი SEO master - პროექტების SEO sprint და VIP promotion მომხმარებლების საინფორმაციო მხარდაჭერის ნაწილია. ფორუმზე განთავსებული მასალები და შეტყობინებები გამოხატავს მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს. ადმინისტრაცია არ იძლევა არანაირ გარანტიას,რომ ეს მასალები და შეტყობინებები არის სრული, სასარგებლო და შეესაბამება სიმართლეს.
1.2. ფორუმზე მონაწილეთა შორის ურთიერთობა ექვემდებარება უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასა და წინამდებარე წესებს. ფორუმზე ოფიციალური მიმართვის ფორმაა „თქვენ“.
1.3. ფორუმის ოფიციალური სასაუბრო ენაა რუსული, გარდა იმ განყოფილებებისა, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი სხვა ენობრივი ჯგუფებისათვის.
1.4. ფორუმის ძირითადი განყოფილებები (გარდა განყოფილებებისა "Общение” და "თავისუფალი თემა"), განკუთვნილია მხოლოდ პროექტებზე SEO sprint და VIP promotion მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის.
1.5. ფორუმზე გამოიყენება პოსტ-მოდერაცია. შეტყობინებები, რომლებიც არღვევს წინამდებარე წესებს ექვემდებარება კორექტირებას ან წაიშლება მოდერატორის მიერ. თუ თქვენი შეტყობინება წაიშალა, ნუ მიიჩნევთ ამას ტექნიკურ ხარვეზად და ნუ განათავსებთ იგივე შეტყობინებას განმეორებით.
1.6. ფორუმის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას წაშალოს აქტუალობას მოკლებული თემები და შეტყობინებები.
1.7. წინამდებარე წესები შეიძლება იქნას შეცვლილი ან შესწორებული ადმინისტრაციის მიერ. ფორუმის მონაწილეებს ევალებათ რეგულარულად გაეცნონ ფორუმის წესებს. გახსოვდეთ, რომ წესების არცოდნა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან მათი არშესრულების შემთხვევაში.

2. ფორუმზე მოქცევის წესები

2.1. ახალი თემის გახსნამდე რეკომენდირებულია ფორუმის საძიებო სისტემის საშუალებით შეამოწმოთ, ხომ არ არის უკვე გახსნილი მსგავსი შინაარსის თემა.
2.2. ახალი თემის შექმნისას, ჯერ დარწმუნდით, რომ მას შესაბამისი თემატიკის მქონე განყოფილებაში ათავსებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თემა წაიშლება მოდერატორის მიერ.
2.3. თუ არ იცით, რომელ განყოფილებაში გახსნათ თემა, განათავსეთ ის განყოფილებაში “Беседка”.
2.4. თემის სათაური ინფორმატიული უნდა იყოს. „დამეხმარეთ“, „შეკითხვა მაქვს“, „როგორ მოვიქცე?“ და მსგავსი ტიპის სათაურები მიუთითებს უპატივისმცემლობაზე ფორუმის სხვა წევრების მიმართ.
2.5. თემის სათაური საკითხის მოკლე არსს უნდა ასახავდეს. სათაურის შექმნისას ყურადღება მიაქციეთ მისთვის გამოყოფილი სიმბოლოების ლიმიტს.
2.6. აკრძალულია თემის სათაურისა და შეტყობინებების წერა დიდი ასოებით (Caps Lock).
2.7. შეტყობინების წერის დროს ეცადეთ გამოიჩინოთ პატივისცემა ფორუმის სხვა მონაწილეთა მიმართ. კონფლიქტების უდიდესი ნაწილი გამოწვეულია გაუგებარი შინაარსის პოსტებით, განსახილველი თემის არასაკმარისი ცოდნით, სხვა ადამიანის პოსტის შინაარსის არასწორი გაგებით... მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არ შეიძლება უხეშობაზე უხეშობით პასუხი. მსგავს შემთხვევაში დაისჯება კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე.
2.8. ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველი ადამიანის პირადი მოსაზრების მიუხედავად, ფორუმებზე მიღებულია სხვა მონაწილეთა მიმართ თქვენობით მიმართვა.

3. შეზღუდვები, აკრძალვები და საჯარიმო სანქციები

3.1. ფორუმზე შემდეგი ქმედებები აკრძალულია და ისჯება ბანით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე:

3.1.1. ნიკების (ლოგინების) გამოყენება, რომლებიც შეიცავს საიტების მისამართებს, არანორმატიულ ლექსიკას, არღვევს ზნეობრივ და მორალურ ნორმებს.
3.1.2. აკრძალულია ავატარები, რომლებიც შეიცავს რეკლამას, პორნოგრაფიას, ეროტიკას, ძალადობის სცენების, ოკულტიზმის, სვასტიკის და ა.შ. გამოსახულებებს.
3.1.3. აკრძალულია ავატარებში სახელმწიფოებრივი გერბებისა და სიმბოლიკის გამოყენება.
3.1.4. ფორუმზე აკრძალულია რეკლამა, სარეფერალო ლინკების განთავსება, შემოწირულობის ან მატერიალური დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნები.
3.1.5. შეტყობინებებში აკრძალულია უცენზურო და სხვების შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება.
3.1.6. აკრძალულია რასობრივი და ეროვნებათაშორის კონფლიქტების გამოწვევა.
3.1.7. ფორუმზე აკრძალულია რამოდენიმე ექაუნთის დარეგისტრირება და გამოყენება.

3.2. ფორუმზე შემდეგი ქმედებები აკრძალულია და მრავალჯერადი განმეორების შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს ბანით, წინასწარი გაფრთხილების შემდეგ:

3.2.1. დიდი რაოდენობით გრამატიკული შეცდომები, სლენგის ზედმეტად გამოყენება.
3.2.2. სმაილების ზედმეტად გამოყენება და უაზრო (შინაარსს მოკლებული) პოსტების დატოვება.
3.2.3. შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ან მინიშნებები ფორუმის წევრების ან მესამე პირთა მიმართ, მათ შორის (მაგრამ არა მხოლოდ) დაკავშირებული რასობრივ, ნაციონალურ ან რელიგიურ მიკუთვნებასთან.
3.2.4. შეტყობინებები, რომელიც ახდენს სხვა მონაწილეების პროვოცირებას ისეთ ქმედებებზე, რომელიც არღვევს წინამდებარე წესებს, პროვოკაციული პოსტების განთავსება ფორუმის მომხმარებელთა შორის კონფლიქტის გამოწვევის მიზნით (ტროლინგი).
3.2.5. ფორუმის განყოფილების შეუსაბამო პოსტების განთავსება (ოფტოპი).
3.2.6. პროექტების არბიტრების, ფორუმის მოდერატორების ან ადმინისტრაციის ქმედებების საჯარო განხილვა ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა: ფორუმის წევრისთვის გაფრთხილების გამოტანა, შეტყობინების რედაქტირება ან წაშლა, თემების დახურვა/წაშლა.
3.2.7. მოდერატორის მიერ შეწყვეტილი დისკუსიის გაგრძელების მცდელობა ახალი თემის გახსნის გზით ფასდება, როგორც 3.2.6. პუნქტის დარღვევა. თუ გსურთ ადმინისტრაციის ქმედების გასაჩივრება, მიმართეთ ტექნიკური დახმარების სამსახურს ან პირადი შეტყობინებების სისტემას.
3.2.8. მსგავსი შინაარსის თემების სხვადასხვა განყოფილებაში გახსნა, ან შინაარსობრივად მსგავსი შტყობინებების სხვა და სხვა თემებში განთავსება (სპამი).

4. ხელმოწერა შეტყობინებებში

4.1. აკრძალულია ხელმოწერაში სხვა ინტერნეტ-რესურსებსა და სოციალურ ქსელებზე ლინკების, სარეკლამო ხასიათის ტექსტების, საანგარიშსწორებო სისტემის რეკვიზიტების ან შემოწირულობის შესახებ თხოვნების განთავსება.
4.2. ნებადართულია ხელმოწერაში საკუთარი საკონტაქტო მონაცემების: ტელეფონი, სკაიპი, ICQ და ა.შ. მითითება. თუმცა მსგავსი ქმედების შესაძლო შედეგებზე პასუხს თავად ხელმოწერის ავტორი აგებს.
4.3. ფორუმის წესების დარღვევის შემთხვევაში სასჯელის სიმკაცრე და ბანის ხანგრძლივობა განისაზღვრება ფორუმის მოდერატორების მიერ.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
Авторизуйтесь на Форуме, чтобы вы могли создавать новые темы или комментировать
Наверх!
Это может быть интересно