Форум

 Тема:  SEO sprint და VIP promotion - წესები
seovipBolero14.08.2012
avatar4873
ნაწილი I

1. განმარტებები

1.1. SEO sprint და VIP promotion - სერვისი, რომელიც რეკლამის დამკვეთებს აძლევს საშუალებას განათავსონ მათი ვებ-რესურსების სხვადასხვა სახის რეკლამა, ხოლო მომხმარებლებს - გამოიმუშავონ თანხა ამ რეკლამის ნახვითა და მარტივი ფასიანი დავალებების შესრულებით. ყოველ მომხმარებელს აქვს უფლება იყოს აგრეთვე რეკლამის დამკვეთი.
1.2. ექაუნთი - პირადი „სამუშაო ადგილი“, რომელიც იდენტიფიცირებულია და მიმაგრებულია კონკრეტულ მომხმარებელზე. ექაუნთის შექმნისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. პროექტში ნებადართულია მხოლოდ ერთი ექაუნთის დარეგისტრირება. განმეორებითი რეგისტრაცია (ჯერ კიდევ არსებული ექაუნთის შემთხვევაში) აკრძალულია.
1.3. ავტორიზაცია - ექაუნთში შესვლა სარეგისტრაციო მონაცემების (e-mail და პაროლი) გამოყენებით. პირველადი პაროლი ეძლევა მომხმარებელს რეგისტრაციის პროცესში. ექაუნთში შესვლისთანავე შეგიძლიათ შეცვალოთ იგი თქვენთვის სასურველ პაროლზე (ექაუნთის მარცხენა მენიუს განყოფილებაში "Мои личные данные").
1.4. PIN-კოდი - 5-ნიშნა რიცხვი, რომელსაც ღებულობს ყოველი მომხმარებელი პროექტში რეგისტრაციის შემდეგ. PIN-კოდი აუცილებელია თანხების გამოტანასთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარებისა და პერსონალური ინფორმაციის შეცვლისთვის.
1.5. ბანი - მომხმარებლის ექაუნთის გაუქმება პროექტის წესების დარღვევის გამო. ამ დროს მომხმარებლის მთელი პირადი ინფორმაცია ხვდება შავ სიაში, რათა აღიკვეთოს პროექტზე მისი ხელმეორედ დარეგისტრირების მცდელობა.

2. ზოგადი დებულებები

2.1. პროექტებზე SEO sprint ან VIP promotion რეგისტრაციის დროს თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებს. აკრძალულია პროექტებზე დარეგისტრირება და მათი სერვისით სარგებლობა იმ პირებისთვის, რომლებიც არ ეთანხმებიან წინამდებარე წესებს.
2.2. პროექტის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს შესაძლო ზარალზე, რომელიც შეიძლება განიცადოთ მოცემული სერვისით სარგებლობის დროს.
2.3. ადმინისტრაცია აწარმოებს პროექტზე განთავსებული რეკლამის მკაცრ მოდერაციას. რეკლამირებადი რესურსები არ უნდა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას, ასევე ეთიკისა და მორალის პრინციპებს. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს განთავსებული რეკლამის შინაარსსა და შემცველობაზე (განსაკუთრებით ისეთ რეკლამაზე, რომელიც შეიძლება შეცვლილ იქნას მოდერაციის გავლის შემდეგ). პროექტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს „ინტერნეტის სისუფთავეს“ და არ ამართლებს ღია სახით პორნოგრაფიას, ასევე დიდი რაოდენობით pop-up ფანჯრებსა და ფრეიმებს რეკლამირებადი საიტების გვერდებზე.
2.4. სისტემის მოტყუების ან გატეხვის ნებისმიერი მცდელობა, რეგისტრაციის დროს ყალბი მონაცემების მითითება მკაცრად ისჯება ადმინისტრაციის მიერ. ამ დროს შესაძლებელია ყველა იმ ექაუნთის გაუქმება, რომელიც დაკავშირებულია ზემოხსენებულ ქმედებებთან.
2.5. ნებისმიერი უცენზურო ან შეურაცხმყოფელი მიმართვა ადმინისტრაციის ან უფლებამოსილი არბიტრებისადმი, იქნება იგნორირებული. ინციდენტის განმეორების შემთხვევაში მომხმარებლის ექაუნთს დაედება ბანი.
2.6. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაამატოს ან გამორიცხოს სხვა და სხვა საანგარიშსწორებო სისტემები, პროექტის მოთხოვნებისა და ტექნიკური შესაძლებლობების მიხედვით.
2.7. ადმინისტრაცია არ გადასცემს მომხმარებელთა პირად ინფორმაციას მესამე პირებს. მიუხედავად ამისა, თუ დადგინდა მომხმარებლის კავშირი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან (თაღლითობა, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება და ა. შ.), ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას აცნობოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს და გადასცეს მათ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია.
2.8. წინამდებარე წესების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლის ექაუნთი გაუქმდება გაფრთხილებისა და მიზეზების ახსნის გარეშე. არანაირი პრეტენზიები ამ შემთხვევაში ადმინისტრაციის მიერ არ მიიღება.
2.9. დამრღვევის ექაუნთის გაუქმების შემთხვევაში მას არ უბრუნდება ფულადი სახსრები და არ აუნაზღაურდება ზარალი. მისი ყველა აქტიური სარეკლამო კომპანია ჩერდება სარეკლამო ბიუჯეტების განულებით.
2.10. ადმინისტრაცია არ უნაზღაურებს ზარალს იმ მომხმარებელ-რეფერერებს, რომელთა რეფერალების ექაუნთები გაუქმდა პროექტის წესების დარღვევის გამო. რეფერალების შეძენა „რეფერალების ბაზრობაზე“ (Ярмарка рефералов“) დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან. პროექტის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს ასეთ რეფერალებზე და ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ შეძენილი რეფერალი მომავალში არ დაარღვევს საიტის წესებს.
2.11. მომხმარებლებს, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი სარეფერალო ლინკით, და შესაბამისად არ ჰყავთ რეფერერი, სურვილის და მიხედვით თვითონ შეუძლიათ აირჩიონ რეფერერი.
2.12. პროექტი ავტომატურ რეჟიმში აუქმებს არააქტიური მომხმარებლების ექაუნთებს, რომლებიც არ შესულან სისტემაში (ექაუნთში) 60 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მომხმარებელს აქვს აქტიური სარეკლამო მოედნები.
2.13. ექაუნთის გაუქმების მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ წესების დარღვევა ან მომხმარებლის არააქტიურობა 60 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ექაუნთის გაუქმება არ ხდება მომხმარებლის პირადი სურვილის მიხედვით.
2.14. ადმინისტრაცია არ ერევა დავაში რეკლამის დამკვეთსა და დავალების შემსრულებელს შორის. ნებისმიერი დავა მომხმარებლებს შორის, რომელიც არ არის გამოწვეული საიტის წესების დარღვევით, წყდება მოდავე მხარეების მიერ. ადმინისტრაციის წარმომადგენლის მსგავს დავაში ჩარევა არ არის სავალდებულო და შეიძლება მოხდეს მხოლოდ მისი სურვილის არსებობის შემთხვევაში.
2.15. ადმინისტრაციას აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებში. იმავდროულად იგი აკეთებს განცხადებას ცვლილებების შესახებ სიახლეების განყოფილებაში და ოფიციალურ ფორუმზე.
2.16. საიტის წესების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს აგრეთვე პროექტის საინფორმაციო ადმინისტრაციული კოდექსი.
2.17. ვინაიდან შეუძლებელია წესებში წინასწარ აღიწეროს პროექტის მუშაობის უკლებლივ ყველა ნიუანსი, ადმინისტრაციის (უფლებამოსილი არბიტრების ჩათვლით) ნებისმიერი რეკომენდაცია ან მოთხოვნა უნდა აღვიქვათ, როგორც დამატება უკვე არსებულ წესებთან.
2.18. ზოგიერთ შემთხვევაში იმ ექაუნთებს, რომლებსაც პროექტების წესების ან ადმინკოდექსის დარღვევის გამო დაედოთ ბანი, ეძლევათ რეაბილიტაციის საშუალება. ამ დროს ექაუნთს ენიჭება დაჯარიმებულის სტატუსი "Штрафник". ადმინისტრაციის მიერ გათვალისწინებულ ვადაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში ექაუნთს ეხსნება ბანი და დაჯარიმებულის სტატუსი.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seovipBolero14.08.2012
avatar4873
ნაწილი II

3. მომხმარებლის ვალდებულებები

3.1. რეგისტრაციის დროს სარეგისტრაციო ფორმის ყოველ ველში მითითებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს. არასწორი ინფორმაციის მითითება წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას. კატეგირიულად აკრძალულია რეგისტრაციისთვის დროებითი e-mail მისამართებისა და დროებითი sms-ნომრების გამოყენება.
3.2. მინიმუმ კვირაში ერთხელ უნდა გადახედოთ პროექტის წესებს და სიახლეების განყოფილებას ოფიციალურ ფორუმზე.
3.3. ადმინისტრატორთან დასაკავშირებლად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება. სხვა მეთოდების გამოყენება არ გაძლევთ პასუხის მიღების გარანტიას.
3.4. პროექტზე მუშაობასთან დაკავშირებული კითხვების გაჩენის შემთხვევაში შიდა ფოსტის საშუალებით მიმართეთ თქვენს რეფერერს. ასევე უნდა იყოთ მზად მიაწოდოთ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია და გაუწიოთ კინსულტაცია თქვენს რეფერალებს.
3.5. აკრძალულია პროექტის შიდა ფოსტის გამოყენება ნებისმიერი სახის რეკლამისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადრესატი თქვენი რეფერალია.
3.6. აკრძალულია სპამის დაგზავნა, როგორც შიდა ფოსტით, ასევე ფორუმზე.
3.7. აკრძალულია ზედმეტი არანორმატიული ლექსიკის გამოყენება სხვა მომხმარებლებთან მიმოწერის დროს. დაუშვებელია ნებისმიერი სახის შანტაჟი, ფულის ან ბონუსების გამოძალვა. დაზარალებულის მხრიდან საჩივრის შემოსვლის შემთხვევაში დამრღვევის ექაუნთს დაედება ბანი და გაუქმდება (არანორმატიული ლექსიკის გამოყენების შემთხვევაში სასჯელი შეიძლება შემოიფარგლოს პირადი მიმოწერის უფლების ჩამორთმევით).
3.8. სასტიკად აკრძალულია ერთზე მეტი ექაუნთის დარეგისტრირება! ერთი მომხმარებლის მიერ ორი ან მეტი ექაუნთით სარგებლობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში ყველა ამ ექაუნთს დაედება ბანი და გაუქმდება. სტატუსს, რეპუტაციას და ბალანსზე ფულადი სახსრების არსებობას ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება.
3.9. აკრძალულია ერთი კომპიუტერიდან ერთზე მეტი ექაუნთის დარეგისტრირება. აკრძალულია ერთი კომპიუტერიდან ერთზე მეტ ექაუნთში შესვლა. მსგავსი ქმედება შეფასდება, როგორც მულტიექაუნთი და ისჯება დარღვევაში შემჩნეული ყვალა ექაუნთის გაუქმებით. მთავარი წესი: 1 კომპიუტერი = 1 ექაუნთი.
3.10. დაუშვებელია ერთნაირი მონაცემების გამოყენება ერთზე მეტ ექაუნთში, საანგარიშსწორებო სისტემების საფულეების ნომრების ჩათვლით. მსგავსი ქმედება ფასდება, როგორც მულტიექაუნთი და ისჯება დარღვევაში შემჩნეული ყვალა ექაუნთის გაუქმებით, ან ფულადი სახსრების გამოყვანის უფლების სრული დაბლოკვით.
3.11. აკრძალულია მეორე ექაუნთის რეგისტრირება მოქმედი ექაუნთის არსებობის შემთხვევაში.

3.12. სკრიპტისა და საიტის ტექნიკური ხარვეზის შემჩნევის შემთხვევაში მომხმარებელი თავდაპირველად უნდა დარწმუნდეს, რომ ადმინისტრაციამ არ იცის ამ ხარვეზის შესახებ. ამისთვის მან უნდა გადახედოს ბლოკს „Новости“ ფორუმზე. თუ ბლოკში არ აღმოჩნდა ინფორმაცია ხარვეზის შესახებ, მომხმარებელმა უნდა აცნობოს მის შესახებ ადმინისტრაციას ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის საშუალებით.
3.13. არ განახორციელოს საიტის გატეხვის მცდელობები. არ გამოიყენოს სკრიპტებში არსებული შესაძლო შეცდომები. დამრღვევები დაუყოვნებლივ დაისჯებიან ექაუნთის ბანით და შემდგომი გაუქმებით.
3.14. კატეგორიულად აკრძალულია ე.წ. „ნაკრუტკის“ პროგრამების გამოყენება (ავტოკლიკერები, ავტობრაუზერები, ტაიმერის დამაჩქარებლები). აგრეთვე ნებისმიერი სხვა დამხმარე პროგრამებისა და უტილიტების გამოყენება. მსგავსი პროგრამების გამოყენება, გავრცელება, გაყიდვა და რეკლამირება სასტიკად აკრძალულია და ისჯება ბანით.
3.15. აკრძალულია რეკლამირებადი საიტების მონახულება მობილური მოწყობილობებით (ტელეფონები, სმარტფონები).
3.16. სარეფერალო ლინკის შემცველი ელექტრონული წერილების დაგზავნა ჩაითვლება საფოსტო სპამად. ამ შემთხვევაში მომხმარებლის ექაუნთს დაედება ბანი.
3.17. პროექტის წესების დარღვევის ან პუნქტ 2.12.-ში მითითებული მიზეზების გამო გაუქმებულ ექაუნთზე ნულდება ფულადი ბალანსი, მისი რეფერალები თავისუფლდებიან, ბალანსზე ან სარეკლამო ბიუჯეტებში არსებული თანხები მომხმარებელს არ უბრუნდება.
3.18. ჩვენს სერვისზე რაიმე სახის მომსახურებისთვის თანხის გადახდისა და შემდგომ მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევაში ფულადი თანხები მომხმარებელს არ უბრუნდება.
3.19. პროექტებზე კატეგორიულად აკრძალულია ექაუნთების ყიდვა/გაყიდვა. მსგავსი ქმედება ითვლება თაღლითობად და ისჯება ბანით.

4. რეკლამის დამკვეთის მოვალეობები

4.1. ფულადი სახსრები, რომელიც გამოყენებულ იქნა სარეკლამო ბიუჯეტის შესავსებად, არ შეიძლება გადატანილ იქნას მომხმარებლის ბალანსზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ დანიშნულებისამებრ - სარეკლამო ბიუჯეტებში. შესაძლებელია ფულადი სახსრების გადატანა სხვადასხვა სარეკლამო მოედნებს შორის, გარდა განყოფილებისა „დავალებები“.
4.2. თუ პროექტის წესებთან შეუსაბამობის გამო სარეკლამო მოედანი დაიბლოკა ადმინისტრაციის ან უფლებამოსილი არბიტრების მიერ, სარეკლამო ბიუჯეტზე არსებული თანხა ვერ დაუბრუნდება მომხმარებელს.
4.3. პასუხისმგებლობა პროექტში განთავსებულ სარეკლამო ინფორმაციაზე, ლინკებსა და ტექსტებზე, ეკისრება რეკლამის დამკვეთს. ზარალი, რომელიც მიადგა რეკლამის დამკვეთს შეკვეთის არასწორად გაფორმების, ვადაგასული ან არასწორი ლინკების გამოყენების გამო, ვერ იქნება ანაზღაურებული პროექტის ადმინისტრაციის მიერ.
4.4. პროექტის ადმინისტრაცია და უფლებამოსილი არბიტრები ამოწმებენ სარეკლამო მოედნებს იქამდე, სანამ ისინი ხელმისაწვდომი გახდება ბიუჯეტის შევსებისა და პროექტში განთავსებისთვის.
4.5. სარეკლამო მოედნის შემოწმების მაქსიმალური ვადაა - 24 საათი. ნუ მიმართავთ ადმინისტრაციას ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვებით ან თხოვნით დაჩქარდეს თქვენი რეკლამირებადი რესურსის შემოწმება ამ ვადის ამოწურვამდე.
4.6. კატეგორიულად აკრძალულია სარეკლამო ლინკების განთავსება შემდეგი სახის რესურსებზე:

• ვირუსებისა და ფიშინგური საიტების შემცველი რესურსები.
• საიტები რედირექტით სხვა საიტებზე.
• ტაიმერის ფრეიმის დაშლის გამომწვევი რესურსები (სერფინგისა და ფასიანი წერილებისათვის).
• პორნოგრაფიისა და ეროტიული მასალების შემცველი.
• სექს-შოპები და „ერთი ღამით შეხვედრის“ ტიპის გაცნობის საიტები.
• არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე საზოგადოებები.
• ძალადობის, რასიზმის, ნაციონალიზმისა და ამორალური ქცევისკენ წამქეზებელი საიტები.
• პოლიტიკური და რელიგიური რესურსები.
• რესურსები შემოწირულობისა და ფინანსური დახმარების თხოვნით (ოფიციალური ცენტრებისა და ფონდების გარდა).
• მაგიის, სპირიტიზმისა და ოკულტიზმის ელემენტების შემცველი რესურსები.
• რესურსები აშკარად გამოხატული თაღლითობით.
• მრავალი სარეკლამო ბლოკებით, ბანერებითა და pop-up ფანჯრებით (ე.წ. „პარტნიორკებით“) გადატვირთული საიტები.
• რესურსები, რომელიც ითხოვენ ფასიანი sms - შეტყობინებების გაგზავნას.
• საიტები, რომელიც ძალიან გვიან იტვირთება სუსტი ჰოსტინგის ან სარეკლამო ლინკებით გადატვირთვის გამო.
• რესურსები, რომელიც არღვევს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის კანონმდებლობას.


4.7. რეკლამის დამკვეთი, რომელიც სისტემატიურად არღვევს რეკლამის განთავსების წესებს, სამუდამოდ კარგავს უფლებას განათავსოს რეკლამა ჩვენს პროექტებზე.
4.8. ფასიანი დავალების დამკვეთი ვალდებულია დროულად და სამართლიანად შეამოწმოს დავალების შესრულება. შემსრულებლის მიერ გაგზავნილი დავალების ანგარიში, რომელიც არ იქნება შემოწმებული (დადასტურებული ან უარყოფილი) 10 დღის განმავლობაში, ავტომატურად დაუდასტურდება შემსრულებელს საიტის რობოტის მიერ.
4.9. განყოფილებაში „დავალებები“ აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც ითხოვს ფასიანი sms - შეტყობინებების გაგზავნას, პირად პაროლებს ან საკრედიტო ბარათების ნომრებს.


5. ობიექტური შეზღუდვები

5.1. პროექტში გამოყენებული საანგარიშსწორებო სისტემებიდან გამომდინარე და თაღლითური ქმედებების თავიდან ასაცილებლად საიტზე აკრძალულია ბაზრობაზე რეფერალების შესყიდვა და ფასიანი დავალებების ბიუჯეტების შევსება ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა PAYZA (ALERTPAY)-ს საშუალებით.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
Авторизуйтесь на Форуме, чтобы вы могли создавать новые темы или комментировать
Наверх!
Это может быть интересно