Форум

 Тема:  თავისუფალი თემა
seovipBolero28.02.2013
avatar4878
კონტექსტური რეკლამის განყოფილებაში სიახლეა! ამ სახის რეკლამის განთავსება შესაძლებელია არა მხოლოდ პროექტებზე SEO sprint და VIP promotion, არამედ ჩვენს ფორუმზეც. ამისთვის განყოფილებაში Меню рекламодателя/Контекстная реклама/Спектр показа рекламы უნდა ამოვირჩიოთ
На SEO sprint (ან VIP promotion) и сайтах-партнерах (იმ შემთხვევაში, თუ რეკლამის განთავსება გნებავთ საიტზეც და ფორუმზეც), ან Только на сайтах-партнерах (იმ შემთხვევაში, თუ კონტექსტური რეკლამის განთავსება მხოლოდ ფორუმზე გნებავთ).
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seopaba23105.08.2013
avatar7ЗАБАНЕН
გამარჯობა,
ახალი ვარ სეოზე და შეგიძლიათ მასწავლოთ როგორ უნდა ვიყიდო რეფერალი ?

მგონი სწორ ადგილზე დავწერე რადგან თავისუფალი თემაა


17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: ??????? ?????????? ???????? / ?.3.1.5. ????????.17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: Аккаунт забанен на проекте / п.3.1.5. правил форума.
seovipBolero06.08.2013
avatar4878
გამარჯობა! ექაუნთის ზედა მენიუში უნდა გადახვიდეთ განყოფილებაში Ярмарка. შერჩეული რეფერალის გრაფის გასწვრივ აწვებით კალათის ხატულას და მიყვებით თანხის გადახდის ინსტრუქციას. გადახდა შეიძლება როგორც ექაუნთის ბალანსიდან (თუ დაგროვილი გაქვთ საჭირო თანხა) ან ნებისმიერი ელექტრონული საანგარიშსწორებო სისტემის საფულედან.
ახალი ვარ სეოზე
მაშინ ჯერ არ გირჩევთ რეფერალების ყიდვას. ჯობია კარგად გაერკვეთ საიტზე მუშაობის სისტემაში. ამის შემდეგ მუშა რეფერალის შერჩევაც გაგიადვილდებათ.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seopaba23106.08.2013
avatar7ЗАБАНЕН
Bolero
მადლობა გავაკეთე უკვე ყველაფერი. რამდენიმე თვის დარეგისტრირებულ ვარ და კარგად გავერკვიე უკვე ყველაფერში მგრამ ვთვლი რო მაინც ახალი ვარ და დამწყები :)


17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: ??????? ?????????? ???????? / ?.3.1.5. ????????.17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: Аккаунт забанен на проекте / п.3.1.5. правил форума.
seopaba23129.08.2013
avatar7ЗАБАНЕН
დავალება დავდე ვინც არავის რეფერალი არაა იმათთვის და ასე ხატია და არაფერი წერიი არ მომსვლია მაგ სამისგან და სრულად არ აქვთ გაკეთებული თუ რა ხდება ან მერე ფული როგრო უდნა გადავურიცხო ?
ვინც იცით გაამრკვიეთ

http://postimg.org/image/6hkdn0t35/


17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: ??????? ?????????? ???????? / ?.3.1.5. ????????.17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: Аккаунт забанен на проекте / п.3.1.5. правил форума.
seovipBolero30.08.2013
avatar4878
ნაცრისფერ კვადრატში ნაჩვენებია შემსრულებლების რაოდენობა, რომლებიც ამ მომენტში ასრულებენ თქვენს დავალებას. როგორც სკრინიდან ჩანს ჯერ არც ერთ მათგანს არ გამოუგზავნია თქვენთვის დავალების შესრულების დასტური.
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seopaba23116.01.2014
avatar7ЗАБАНЕН
Bolero chemi profili damibloke seospritze da shegidzlia mipasuxo rato ? kodeqss gadavxede da msgavsi araferi gamiketebia !tu amxsni bloks kargs izav amden nawvalebs wyalshi miyri :X


17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: ??????? ?????????? ???????? / ?.3.1.5. ????????.17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: Аккаунт забанен на проекте / п.3.1.5. правил форума.
seovipBolero16.01.2014
avatar4878
paba231

გამარჯობა.
kodeqss gadavxede da msgavsi araferi gamiketebia2.5. მომხმარებლების შანტაჟი, თაღლითობა ან ფულადი სახსრების უკანონო მითვისება
amden nawvalebs wyalshi miyri უკაცრავად და წვალებაში რას გულისხმობთ? დავალებებში მზა პასუხების დაგზავნას? თქვენზე და თქვენს რეფერალებზე ათობით საჩივარი შემოვიდა არბიტრაჟში. ერთი კაცი რომ აკეთებდა ერთხელ დავალებას და მერე ყველა ამ ატჩოტს რომ უგზავნიდით ყოველ დღე, ამას მუშაობაში და წვალებაში თვლიდით და ეხლა ბანის ახსნას ითხოვთ?
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seopaba23117.01.2014
avatar7ЗАБАНЕН
Bolero წვალებაში იმას ვგულისხმობ რომ ამდენი ხანია მანდ ვარ და ყველანაირად ვცდილობ რეიტინგი ავიმაღლო , შეგეძლო გაფრთხილება მოგეცა თავიდანვე ეგრევე ბანი არაა მისასალმებელი თან შენი მხრიდან! ჩემ რეფერალებსაც ბანი ადევს და ეს გაფრთხილება იქნება თუ აგვხსნი ბანს მეორედ აღარ განმეორდება ეს. ბოლო ბოლო ქართველები ვართ .


17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: ??????? ?????????? ???????? / ?.3.1.5. ????????.17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: Аккаунт забанен на проекте / п.3.1.5. правил форума.
seovipBolero17.01.2014
avatar4878
paba231
შეგეძლო გაფრთხილება მოგეცა თავიდანვე ეგრევე ბანი არაა მისასალმებელი თან შენი მხრიდან!როდესაც ზრდასრული ადამიანი (იმედია ბავშვს არ ვესაუბრები) ვერ ხვდება, რომ სხვისი ფულის უშრომველად მითვისება არ შეიძლება, აქ არანაირი გაფრთხილება არ გაჭრის. თქვენ და თქვენს რეფერერს გქონდათ რამოდენიმე დავალება. ზოგიერთ თქვენს რეფერალსაც ჰქონდა სარეკლამო დავალებები. არ დაიზაროთ და დაფიქრდით თქვენს რეაქციაზე, როცა თქვენი დავალება შეასრულა ერთმა ადამიანმა და ფულის მიღებას კი ათი კაცი ცდილობს. ზუსტად ამას ქვია თაღლითობა და ფულადი სახსრების უკანონო მითვისება. თქვენს მიმართ არ მოგეწონებოდათ ესეთი მიდგომა და სხვებს რომ იგივეს უკეთებთ ამაში პრობლემას ვერ ხედავთ, ხომ?
ეგრევე ბანი არაა მისასალმებელი თან შენი მხრიდან!
ბოლო ბოლო ქართველები ვართ

ზუსტადაც რომ ჩემი მხრიდან, გაბრიელ! მე არც ერთი საჩივარი არ გამირჩევია თქვენზე და თქვენს რეფერალებზე, ვინაიდან თავიდან ისინი სხვა არბიტრებთან მოხვდა. კოლეგებმა პატივი მცეს და უკვე გარკვეულ საქმეს გამაცნეს (თუმცა თვითონვე შეეძლოთ გამოეწერათ ბანი), რადგან ქართველებს ყოველთვის დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ სეოსპრინტზე და ბოლომდე არ ეჯერებოდათ, რომ აქ დაკოპირებულ პასუხებთან დაკავშირებულ ჯგუფურ თაღლითობას ჰქონდა ადგილი.

ბოლო ბოლო ქართველები ვართ? დიახ, გაბრიელ, ქართველი ვარ. და ზუსტად ამიტომ ვითხოვ ქართველისგან უფრო მეტს, ვიდრე უკრაინელისგან ან რუსისგან. თქვენ ეხლა უკრაინულ პროექტზე იმყოფებით, რომელზეც 70-მდე ქვეყნიდან 400 000 ადამიანი მუშაობს. და ერთადერთი, რაც თქვენ და თქვენმა მეგობრებმა გააკეთეთ - შეარცხვინეთ საქართველო. თქვენნაირების გამოა ზუსტად, მომხმარებლის კედელზე ქართულ დროშას რომ დაინახავენ, უკვე ეჭვის თვალით უყურებენ ადამიანს და მის შესრულებულ დავალებას ათასჯერ მკაცრად ამოწმებენ. თქვენს გამოა, რომ ყველაზე სტაბილურ და მაღალანაზღაურებად დავალებებში ტექსტი იწყება ასე: Грузия - не выполнять! და ბევრ პატიოსან ქართველ შემსრულებელს მარტო იაფიანი დავალებების კეთება უწევს. თქვენ თქვენი ქვეყნისთვის სამარცხვინოდ იქცევით და რისი გულისთვის? ფულის გულისთვის? და კიდევ სინდისი გყოფნით ქართველობაზე ლაპარაკის?
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seopaba23117.01.2014
avatar7ЗАБАНЕН
აქ აღარ ვაპირებ ლაპარაკის გაგრძელებას ნომერი დამიწერე დაგიკავშირდები და კაცურად დავილაპარაკოთ თუ მართლა ბავშვს არ ველაპარაკები!!!!


17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: ??????? ?????????? ???????? / ?.3.1.5. ????????.17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: Аккаунт забанен на проекте / п.3.1.5. правил форума.
seovipBolero17.01.2014
avatar4878
როგორც ჩანს შევცდი თქვენს ასაკში: ინტერნეტ-ფორუმზე ასეთ რამეს (ნომერი დამიწერე დაგიკავშირდები და კაცურად დავილაპარაკოთ) მარტო ბავშვი თუ დაწერს, რომელსაც თავი უკვე დიდად მიაჩნია. ვინმესგან რამე გვაქვს დასამალი? რამე ისეთი უნდა ვთქვათ, რაც ფორუმზე არ ითქმის? არა, გაბრიელ. მიუხედავად იმისა, რომ სეოსპრინტი ქართული საიტი არ არის, აქ 15 000-ზე მეტი ქართველი მუშაობს და მერწმუნეთ, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ადევნებს თვალს ამ ფორუმს.

ფორუმის წესების თანახმად, მე პირველივე შეტყობინების შემდეგ ბანი უნდა დამედო თქვენს ექაუნთზე (ფორუმის ექაუნთს ვგულისხმობ). ვინაიდან თქვენ სეოსპრინტზე აღარ ირიცხებით, ხოლო ფორუმი მხოლოდ საიტის მომხმარებლებისთვის არის გათვლილი. მაგრამ თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ბოლომდე გამოთქვათ თქვენი აზრი. იმედია ფორუმის წესებს კარგად იცნობთ:

http://www.seo-master.org/forums/index.php?th=1775

და მათი სრული დაცვით მოახერხებთ საუბრის გაგრძელებას (თუკი დაგრჩათ რამე სათქმელი).

თქვენს საქციელს მე აქამდე გამართლება ვერ მოვუნახე. მაგრამ ადამიანის მოსმენა ყოველთვის შემიძლია. გთხოვთ, ამიხსენით, რითი იყო გამოწვეული თქვენი არჩევანი დაკოპირებული ატჩოტები გეგზავნათ დავალებებში? ესეთი რამ ხომ გსმენიათ: "მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ". იმაშიც ხომ დამეთანხმებით, რომ თქვენს დავალებაში შემოსულ მსგავს ატჩოტებს არავის დაუმოწმებდით და ეს საქმე არ გესიამოვნებოდათ? მაშ რატომ დააყენეთ ამ სიტუაციაში თავი იმ რეკლამის დამკვეთებზე მაღლა, ვის დავალებებშიც აგზავნიდით კოპიებს? არა, რობინ ჰუდობა მესმის: მდიდარს ართმევ, ღარიბს - აძლევ. მაგრამ აქ მილიონერი და მაგრად შეძლებული არავინ მუშაობს. ყველა ცდილობს თავისი ორი კაპიკი იშოვოს.

ლოგიკურად ხომ ძალზედ მარტივი მისახვედრია, რომ თუ დავალების ერთხელ შესრულებაზე გათვლილია 1 რუბლი, რეკლამის ავტორი 10 რუბლს იხდის დავალების ათჯერ შესრულებაში და არა უბრალოდ 10 დაკოპირებულ ატჩოტში. ის, რომ ვერ ხვდებოდით რას აკეთებდით - აქ აბსოლუტურად გამორიცხულია. წინააღმდეგ შემთხვევაში გონებაჩამორჩენილები უნდა იყოთ და ესეთ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებთ და ამას არც გაკადრებთ. და ამიტომაც ვთვლი, რომ გაფრთხილება ამ შემთხვევაში ყოვლად უადგილო იყო. თქვენ ძალიან კარგად იცოდით რაზეც მიდიოდით და რაც გემუქრებოდათ. გეგმა ჩაგივარდათ და ხელი მოგეცარათ. თქვენს რეფერალებს რა უჭირთ - მოასწრეს თანხის გამოტანა თუ ვერა, დანაკლისი დიდი არ ჰქონდათ. და აი თქვენ და დათომ კი სარეფერალო ქსელი დაკარგეთ, რომელსაც მართლა დიდხანს უნდა შენება და კარგი მოგების მოცემა შეეძლო. ოღონდ ამას მე არ უნდა მაბრალებდეთ. მე რომ არა, სხვა დაგადებდათ ბანს, ვინაიდან თქვენი საქმე ისედაც გასკდა. მაგრამ საქმე იმაში არ არის კონკრეტულად რომელმა არბიტრმა დაგადოთ ბანი. თქვენ თვითონ მოიქეცით არასწორად და ეხლაც არ გყოფნით იმის ნებისყოფა, რომ ეს აღიაროთ.

გაბრიელ, ამ თემას წლების განმავლობაში ათასობით ქართველი წაიკითხავს. ყველა, რა თქმა უნდა, თავისებურად განსჯის სიტუაციას. მაგრამ კონკრეტულ მომენტში თქვენ გაქვთ ორი გამოსავალი:

1. აღიაროთ, რომ არასწორად მოიქეცით და კაცურად დატოვოთ სეოსპრინტი.
2. მოიქცეთ ისე, როგორც იქცევა უმეტესობა ინტერნეტში: კახურად რომ ვთქვათ, შეჯექით ჯორზე და ამტკიცეთ, რომ ყველაფერში მართლები ხართ და ბოროტმა ბოლერომ უნამუსოდ გაგწირათ ეს პატიოსანი ხალხი, რომელიც წელზე ფეხს იდგამდა ინტერნეტში საარსებო სახსრების საშოვნელად.

არჩევანი თქვენზეა
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seopaba23117.01.2014
avatar7ЗАБАНЕН
damiwere nomeri da magasac gachveneb bavshvi var tu ara! ***** onlainshi saqmeebis rcheva shen r gelaparako ***** tu rame pretenzia gaqvs damitove nomeri gaswavli rogor unda laparaki da sheurawyofis miyeneba she uzrdelo ***** !! amden xalxs reebs gveubnebi sheni araswori ***** !!! gelodebi nomeri dawere ramdeni wlisac ar unda iyo mogtxov mainc shen sityvebis axsnas....


17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: ??????? ?????????? ???????? / ?.3.1.5. ????????.17.01.2014 — Пользователь ЗАБАНЕН навсегда: Аккаунт забанен на проекте / п.3.1.5. правил форума.
seovipBolero17.01.2014
avatar4878
paba231-მა არჩია ვარიანტი №2. არ გამკვირვებია...
Смейся - и весь мир будет смеяться вместе с тобой. Плачь - и ты будешь плакать в одиночестве (2017-09-01).
seoთემო20.01.2014
avatar2
Bolero

Брависимо ... 21 საუკუნის ჩამოყალიბებული , საღი ჭკუის - "ადამიანი"

შენს ადგილასაც ხელს არც გავისვრიდი ასეთზე !!!! და არც უნდა დაგეხარჯა დრო იმ პოსტისთვის ... კარგია , ასე გააგრძელე

++++ ჩემგან !
Авторизуйтесь на Форуме, чтобы вы могли создавать новые темы или комментировать
Наверх!
Это может быть интересно